ფეხბურთი

16:45 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ლუკაკუ გამოაკლდა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ვარჯიშზე დაშავდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ბელგიელი შემტევი სამშაბათს, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზესთან“ ვერ ითამაშებს და გარდა ამისა, შაბათს „მილანისა“ და მომდევნო კვირაში მიუნხენის „ბაიერნთან“ მისი თამაში ძალიან საეჭვოა. ზუსტი დიაგნოზი ხვალ გახდება ცნობილი, როცა რომელუს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუ „ინტერში“ მიმდინარე ზაფხულს დაბრუნდა და სერია A-ს სამ მატჩში თითო გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.

0.112888