ფეხბურთი

17:45 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "რონალდუსთან სიამოვნებით ვიმუშავებდი"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ პორტუგალიელთან სიამოვნებით იმუშავებდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უთხრა, რომ ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის.

„მინდა ვნახო მწვრთნელი, რომელიც რონალდუსთან მუშაობაზე უარს იტყოდა, მე მასთან სიამოვნებით ვიმუშავებდი. ვესაუბრე დე ლაურენტისს და მან მითხრა, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. გარდა ამისა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე დრო რჩება და რთულად წარმომიდგენია მისი „ნაპოლიში“ ტრანსფერი. ეს ჩემი აზრია, თუმცა შეგიძლიათ აზრი კრისტიანო ჯუნტოლის ჰკითხოთ“, - თქვა სპალეტიმ „ფიორენტინასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომელზეც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჟურნალისტებს არაფერი უკითხავთ.

შეგახსენებთ, იტალიური მედია რონალდუს „ნაპოლის“ აქტიურად უკავშირებს და გავრცელებული ცნობით, მისი აგენტი ჟორჟე მენდეში კრიშტიანუსთვის ნეაპოლში უკვე სახლსაც ეძებს. თუ ტრანსფერი შედგა, „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს „მანჩესტერში“ გაუშვებს, მის ნაცვლად კი 100 მილიონ ევროს და რონალდუს მიიღებს.

0.101074