ფეხბურთი

17:11 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კომენტატორი: "ხვიჩას ტრანსფერი ადასტურებს, რომ ფეხბურთელები მხოლოდ ბრაზილია-არგენტინაში არ არიან"

იტალიელმა ჟურნალისტმა და Sky Sport-ის კომენტატორმა რიკარდო ტრევიზანიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის ძალიან დიდი შანსია, მაგრამ ვიქტორ ოსიმენის დაკარგვით „ნაპოლი“ დასუსტდება.

გარდა ამისა, მან ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა და აღნიშნა, რომ კარგი ფეხბურთელები მხოლოდ ბრაზილიასა და არგენტინაში არ არიან, რასაც ქართველი შემტევის ტრანსფერი ადასტურებს.

„ჩემი აზრით, „ინტერი“ და „მილანი“ იტალიაში საუკეთესოები არიან, „ნაპოლი“ კი სამეულშია და სახიფათოა. რონალდუს ტრანსფერი? 99%-ით ეს ტრანსფერი შესაძლებელია, მაგრამ თუ ოსიმენი „მანჩესტერში“ წავა, ეს „ნაპოლისთვის“ ცუდი ოპერაცია იქნებოდა. ოსიმენის დაკარგვით და რონალდუს დამატებით „ნაპოლი“ დასუსტდება, რომელიც ახლა უკეთესი გუნდია, ვიდრე ადრე იყო. ჩემი აზრით, თუ ოსიმენი დარჩება, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

სატრანსფერო ბაზარი? კვარაცხელიას ტრანსფერმა აჩვენა, რომ სულაც არ არის საჭირო ფეხბურთელის მოსაძებნად ბრაზილიასა და არგენტინაში წასვლა. მოთამაშეები სხვაგანაც არიან და ზოგჯერ კარგი სკაუტების ნაკლებობაა“, - თქვა ტრევიზანიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118936