ფეხბურთი

22:00 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამედ თამაში მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურში „დინამო თბილისი“ „საბურთალოს“ ესტუმრა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

გუნდები ზაფხულის პაუზის შემდეგ განსხვავებულ ფორმაში არიან. ამ მატჩამდე „დინამოს“ ორივე თამაში ჰქონდა მოგებული, „საბურთალო“ კი ორჯერვე დამარცხდა. სიტუაცია არც ამჯერად შეიცვალა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მოიგო.

„დინამო თბილისი“ უსმანე კამარას ულამაზესი გოლით დაწინაურდა, ხოლო 26-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა სხვაობა ორამდე გაზარდა - 0:2. „საბურთალომ“ ჩამორჩენა პირველივე ტაიმში შეამცირა გიორგი გოჩოლეიშვილის გოლით, მაგრამ ლაშა ნოზაძის გუნდმა ანგარიში ვეღარ გაათანაბრა.

„დინამო თბილისს“ 47 ქულით მეორე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „საბურთალოს“ 30 ქულა აქვს, მეხუთე საფეხურზეა და წინ გორის „დილასთან“ დაპირისპირება ელის.

„საბურთალო“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 კამარა (20), 0:2 იმრანი (26), 1:2 გოჩოლეიშვილი (32)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126862