ფეხბურთი

17:35 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" კაზემიროს შემცვლელად ბელინგემს განიხილავს

მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე კაზემიროს შემცვლელს ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტიმ ტრანსფერი გამორიცხა და თქვა, რომ გუნდში საკმარისად ჰყავს ბრაზილიელის შემცვლელები, როგორც ჩანს, ეს სიმართლე არაა.

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდული გრანდი „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის გადაბირებას ეცდება და კაზემიროს ტრანსფერიდან შემოსულ 70 მილიონ ევროს მის ტრანსფერში გამოიყენებს. გერმანელები 19 წლის ინგლისელს დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა, ესპანელებს ეს ფასი არ აშინებთ. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდში“ 2020 წლიდან თამაშობს და 94 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბირმინგემის“ ღირსებას იცავდა, ინგლისის ნაკრებში კი 15 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12107