ფეხბურთი

16:23 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური კლუბი მიქაუტაძის ტრანსფერში 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ „ბარნლიში“ გადავიდეს.

ბრიტანული მედია წერს, რომ მთავარი მწვრთნელი ვინსენ კომპანი ტრანსფერით დაინტერესებულია და შეიძლება მიმდინარე ზაფხულს „ბარნლის“ ბოლო შენაძენი 21 წლის ქართველი თავდამსხმელი გახდეს.

„ბარნლი“ მზადაა მიქაუტაძის სანაცვლოდ „მეცს“ 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. გიორგის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025-წლამდე აკავშირებს და მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ლიგა 2-ის ოთხ შეხვედრაში 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

გიორგიმ მანამდე ორი სეზონი იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა და ორივე სეზონში გუნდის საუკეთესო გოლეადორი იყო. გავიხსენოთ, რომ გიორგი რამდენიმე დღის წინ "ტორინოს", "ლეჩესა" და სტამბოლის "გალათასარაის" დაუკავშირეს.

„ბარნლი“ პრემიერლიგიდან გასულ სეზონში გავარდა და ჩემპიონშიფის ხუთ ტურში 6 ქულა მოიპოვა (1 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114931