სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:56 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პენალტების დღე პრიმერაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

განსხვავებული გამოდგა პრიმერაში მე-2 ტურის შაბათის სათამაშო დღე. სამ მატჩში შვიდი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელთაგან ერთი მეკარემ მოიგერია.

ასე იყო „ოსასუნა“ – „კადისის,“ „მალიორკა“ – „ბეტისისა“ (ამ მატჩში ხიხონელმა არბიტრმა, პაბლო გონსალეს ფუერტესმა 15 ფეხბურთელი გააფრთხილა) და „სელტა“ – „რეალის“ შეხვედრებში.

„რეალს“ არ ჰყავდა „მანჩესტერში“ წასული კაზემირო და დაშავებული კროოსი. მაინც მარტივად, კლასის ხარჯზე მოუგო სტუმრად „სელტას“ - 1:4. მატჩის საუკეთერსო ფეხბურთელი 36 წლის ხორავტი ლუკა მოდრიჩი გახდა, რომელმაც ჯერ ულამაზესი გოლი შეაგდო საჯარიმოს გარედან, შემდეგ კი ვინისიუსი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და ბრაზილიელსაც გატანა არ გასჭირვებია.

პრიმერას მიმდინარე სეზონში პირველად გამოიჩინა თავი ბენზემამ. ერთიც ურუგვაელმა ვალვერდემ გაიტანა.

ვნახეთ ედენ აზარის კიდევ ერთი გაელვება. ბელგიელისთვის ეს სეზონიც ჯერჯერობით ცუდად იწყება. მინდორზე გასვლიდან 4 წუთში მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. ბენზემამ დიდსულოვნად დაუთმო ბურთი ედენს. რომ გაეტანა, ალბათ მისთვის დიდი ფსიქოლოგიური საჩუქარი იქნებოდა სამომავლოდ, მაგრამ ცუდად დაარტყა და მეკარე მარჩესინმა აუღო...

ორი ტურის შემდეგ, მაქსიმალური 6 ქულით, „რეალი,“ ამდენივექულინ „ბეტისთან“ და „ოსასუნასთან“ ერთად ჯერჯერობით 1-3 ადგილებს იყოფს ცხრილში. კვირას მათ კიდევ რამდენიმე გუნდი, მათ შორის გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაც“ შეიძლება შეუერთდნენ.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

2 ტური. 20 აგვისტო

სელტა - რეალი 1:4

ვიგო. „ბალაიდოსი“

0:1 ბენზემა (14 პენ), 1:1 ასპასი (23 პენ), 1:2 მოდრიჩი (41), 1:3 ვინისიუსი (56), 1:4 ვალვერდე (66)

87-ე წუთზე აზარმა ვერ გაიტანა პენალტი

სელტა: მარჩესინი, მალიო, აიდუ, ნუნიესი, გალანი, ტაპია (ტორე 87), როდრიგესი (ვეიგა 79), ბელტრანი, სერვი, ასპასი, პასენსია (პერესი 69)

მწვრთნელი: ედუარდო კოუდეტი

რეალი: კურტუა, კარვახალი (რიუდიგერი 69), მილიტაო, ალაბა (ვასკესი 77), მენდი, ჩუამენი, მოდრიჩი (სებალიოსი 77), კამავინგა (ასენსიო 83), ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი (აზარი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

გაფრთხილება: ტაპია (13), მალიო (85); კარვახალი (65), ალაბა (68)

ოსასუნა - კადისი 2:0

1:0 ავილა (37 პენ), 2:0 კიკე გარსია (79 პენ)

გაძევება: ალარკონი (76) - კადისი

მალიორკა - ბეტისი 1:2

0:1 იგლესიასი (9 პენ), 1:1 მურიკი (57), 1:2 იგლესიასი (72 პენ)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.114275
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X