ფეხბურთი

17:11 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დამატებაზე "მარსელმა" უარი თქვა

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერის“ დატოვებას ცდილობს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, თუმცა, კლუბს ვერ პოულობს.

როგორც RMC Sport-ი იტყობინება, კრიშტიანუს აგენტები მარსელის „ოლიმპიკს“ დაუკავშირდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. როგორც ჩანს, ფრანგული კლუბის ბოსები რონალდუს კლუბში ყოლის პერსპექტივას არ განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ მიმდინარე ზაფხულს პსჟ-ს, „ატლეტიკოს“, „რეალს“, „ბაიერნს“, „დორტმუნდს“ დაუკავშირეს, თუმცა რეალურ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.112938