ფეხბურთი

11:50 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

UEFA "პარი სენ ჟერმენს" სასჯელით ემუქრება

"პარი სენ ჟერმენი" შესაძლოა დასაჯონ. UEFA-მ პარიზულ გუნდს სერიოზული გაფრთხილება მისცა, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში ფრანგული კლუბი ფინანსურ ფეირ-პლეის არღვევს.

ევროპულმა საფეხბურთო ორგანიზაციამ ლიგა 1-ის გუნდს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი წელი მისცა. L'Equipe იტყობინება, რომ პსჟ-მ ბოლო სამი წლის განმავლობაში 30 მილიონ ევროზე მეტი დაკარგა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

სასჯელის დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა თუ "პარი სენ-ჟერმენი" სიტუაციის არ გამოასწორებს, მას მხოლოდ ფინანსურ სანქციას არ აკმარებენ.

0.099242