ფეხბურთი

23:05 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მალინოვსკი "ატალანტას" ტოვებს და ფრანგულ კლუბში გადავა

ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი კარიერას დიდი ალბათობით, მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

როგორც ცნობილი გახდა, კლუბები ფეხბურთელების ბარტერზე აქტიურად მუშაობენ: მალინოვსკი საფრანგეთში გადაბარგდება, ხოლო „ატალანტა“ ჯენგიზ იუნდერს დაიმატებს. მოსალოდნელია, რომ გარიგება უახლოეს ხანებში დაიხურება.

რუსლან მალინოვსკი „ატალანტას“ 2019 წელს „გენკიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 129 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

0.104454