ფეხბურთი

12:23 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ რასპადორის იჯარაში 5 მილიონს გადაიხდის

იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, ჯაკომო რასპადორი, „სასუოლოდან“ „ნაპოლიში“ გადავა. კლუბებმა უკვე მოილაპარაკეს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

22 წლის იტალიელის იჯარაში „ნაპოლი“ 5 მილიონ ევროს გადაიხდის. შეტანხმებაში შეტანილია პუნქტი ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულებით 25 მილიონ ევროდ. პლუს 5 მილიონი ბონუსის სახით.

„სასუოლოსთან“ რასპადორის მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112102