კალათბურთი

23:29 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: "ევრობასკეტზე საქართველოსთან განსხვავებული თამაში იქნება"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (101:88) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან განსხვავებულ თამაშს ელოდება.

„რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატზე სხვა თამაში იქნება. ევრობასკეტის ყოველი მატჩი განსხვავებული ამბავი იქნება., მათთვისაც და ჩვენთვისაც. ამ საღამოს ზოგიერთი მოთამაშის თამაშით არ ვიყავი კმაყოფილი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო კალათბურთელებზე დაკვირვება ევრობასკეტამდე. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც სერბეთთან და ლატვიასთან 2 ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ჩვენ გავაგრძელებთ მომზადებას“, - თქვა ატამანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე მეორე შეხვედრას 18 აგვისტოს, მასპინძელ საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1123