კალათბურთი

22:55 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "დაცვაში ასე თამაში არ შეიძლება, ევრობასკეტის წინ სამუშაო გვაქვს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თურქეთის ნაკრებთან მარცხის (88:101) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს და ევრობასკეტის წინ სამუშაო ბევრია.

„ზოგჯერ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ დაცვაში პრობლემები გვაქვს. შეიძლება მაღალი ხარისხის გუნდთან ვითამაშეთ, თუმცა, დაცვაში ასე თამაში არ შეიძლება. სამუშაო გვაქვს, რომ ევრობასკეტისთვის მზად ვიყოთ.

თურქეთთან სახლში უფრო მეტი შანსი გვექნება? რეალისტები უნდა ვიყოთ. ხარისხობრივად თურქეთი უკეთესი გუნდია, როდესაც თამაში დაიწყება, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ. თურქეთთან და ესპანეთთან თამაში ჩვენთვის ბონუსია“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე მეორე შეხვედრას 18 აგვისტოს, მასპინძელ საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120751