ფეხბურთი

21:52 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მენეჯერი: "კვარაცხელიას კარგად არ უთამაშია, გოლი რომ არა, 5 ქულას დავუწერდი"

იტალიური მედია და იტალიელი სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა ხვიჩა კვარაცხელიას „ვერონასთან“ თამაშის გამო აქებენ, მაგრამ კრიტიკული მოსაზრებაც გამოქვეყნდა.

საფეხბურთო მენეჯერმა ენრიკო ფედელემ ქართველის თამაში 6 ქულით შეაფასა და თქვა, რომ გოლი რომ არ გაეტანა, მხოლოდ 5 ქულას იმსახურებდა. ფედელემ კვარაცხელია „ვერონას“ მეორე გატანილ გოლში დაადანაშაულა.

„კვარაცხელია „ვერონასთან“ სუპერთამაში ჩაატარა? ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ზედმეტად ინდივიდუალისტია. მისი თამაში 6 ქულით შევაფასე, გოლი რომ არ გაეტანა, 5 ქულას დავუწერდი. კვარა ფარაონის ჩაწოდების დროს, რითაც „ვერონამ“ ანგარიში გაათანაბრა, ძალიან პასიური იყო. მან თავის დაცვა ფაქტობრივად თავიდან აირიდა და ამას გვერდს ვერ ავუვლით“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ვერონასთან“ მოგებულ მატჩში (5:2) გოლი და საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 21 აგვისტოს, „მონცას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111827