კალათბურთი

21:13 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასზე თურქეთთან წააგო

საქართველოს საკალაბურთო ნაკრებმა აკროპოლისის თასზე პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა და ათენში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ილიას ზუროსის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ტესტ-მატჩი დათმო.

საქართველომ თურქეთთან 13 ქულის სხვაობით, 88:101 წააგო და ამხანაგური, მაგრამ პრესტიჟული ტურნირი მარცხით დაიწყო.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, გიორგი შერმადინმა გუნდმა 18 ქულა შესძინა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 16 ქულა, 14 მოხსნა.

საქართველო - თურქეთი 88:101 (24:18, 22:30, 20:27, 22:26)

ზუროსის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.

0.116585