ფეხბურთი

18:55 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მწვრთნელი: "კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, "ნაპოლის" უნდა მივულოცოთ"

მილანის „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და „ვერონას“ ექსმთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მანდორლინიმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. როგორც მან თქვა, „ნაპოლიმ“ დიდებული ტრანსფერი გააკეთა და უბრალოდ უნდა მივულოცოთ.

„კვარაცხელია ძალიან მომწონს, „ნაპოლის“ ამ ტრანსფერს ვულოცავ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, აქვს ძლიერი ხასიათი, კარგად თამაშობს ერთი-ერთზე და გოლიც გაიტანა. ეს დიდებული ტრანსფერია“, - თქვა მანდორლინიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან სადებიუტო შეხვედრაში „ვერონას“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119838