ფეხბურთი

13:35 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

La Repubblica: "კვარაცხელიას დი მარიას მსგავსი დებიუტი ჰქონდა, რაბონას და ტრავმის გარეშე"
"10 მილიონი ქართველისთვის ბევრია, მაგრამ მისი ნიჭისთვის ცოტა"

იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica გამოეხმაურა. როგორც აღნიშნული გაზეთი წერს, კვარაცხელიას ანხელ დი მარიას მსგავსი დებიუტი ჰქონდა (ორივემ თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინეს), მაგრამ არგენტინელი ვარსკვლავისგან განსხვავებით ტრავმა არ მიუღია.

„პირველ ტურში ყველაზე მომხიბლავი უდავოდ უცხო ადამიანი კვარა იყო, რომელსაც მხოლოდ ის იცნობდა, ვინც მასზე გავრცელებული ჭორების შემდეგ ერთად ლიგაზე საქართველოს ნაკრების მატჩების მიმოხილვების ყურება დაიწყო. ის ყველა შეტევით მოქმედებაში მონაწილეობდა.

კვარას თითქმის დი მარიას მსგავსი დებიუტი ჰქონდა: გოლი და საგოლე პასი, მაგრამ რაბონას და ტრავმის გარეშე. მისი გარემარბად მოხსენიება დაკნინებაა, რადგან შეტევაში ყველაფრის გაკეთება იცის. „ნაპოლი“ მიერ ჩადებული 10-მილიონიანი ინვესტიცია ბევრია ქართველისთვის, მაგრამ მისი უსაზღვრო პოტენციალისთვის ძალიან ცოტა“, - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში „მონცას“ 21 აგვისტოს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120348