ფეხბურთი

12:59 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მედია იტყუება, სიმართლეს ორ კვირაში ვიტყვი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ჭორებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და პრესას შეუტია. როგორც პორტუგალიელმა ინსტაგრამში დაწერა, მედია იტყუება და სიმართლეს ორ კვირაში იტყვის.

„სიმართლეს ორ კვირაში გაიგებთ, როცა ინტერვიუს მივცემ. მედია იტყუება, სახლში მაქვს კოლექცია და 100 ნიუსიდან მხოლოდ 5 არის მართალი. გაითვალისწინეთ ეს რჩევა“, - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს მიმდინარე ზაფხულს არაერთ გუნდს უკავშირებენ, ბოლო პერიოდში კი ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტზეც დაიწყო აქტიური საუბარი. რონალდუს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129783