ფეხბურთი

23:50 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" იტალიელი მცველი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „უდინეზესა“ და იტალიის 21-წლამდე ნაკრების მარცხენა მცველი დესტინი უდოგი გაიფორმა.

19 წლის იტალიელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ანტონიო კონტეს გუნდთან კონტრაქტი 2027-წლამდე გააფორმა. თუმცა, ის ახლა იტალიაში დაბრუნდება, რადგან მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „უდინეზეში“ ითამაშებს.

დესტინი უდოგიმ გასულ სეზონში 37 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, რაც მარცხენა მცველისთვის შესანიშნავი შედეგია. მას იტალიის მოქალაქეობა აქვს და იტალიის ნაკრების კანდიდატად განიხილება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111361