ფეხბურთი

20:42 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენს სახლში ბოლო 1 კვირა ჯადოქარი ცხოვრობდა"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდში არსებულ ტრავმების ეპიდემიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა აღნიშნა, მოთამაშეები ტრავმებს სულელური მიზეზებით იღებენ.

„ეს კვირა გიჟური იყო, ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ჩვენს სახლში ჯადოქარი ცხოვრობდა. ყოველდღე სულელური მიზეზებით ვიღაც ტრავმას იღებდა. მატიპს ტრავმა აქვს, ფირმინო მზად არ არის, ჰენდერსონსაც პრობლემა აქვს“, - თქვა კლოპმა გუნდში არსებულ ტრავმების ეპიდემიაზე.

„ლივერპულს“ ამჟამად ლაზარეთში 10 ფეხბურთელი ჰყავს - მატიპი, ჰენდერსონი, ფირმინო, ტიაგო, კონატე, ჟოტა, ჯონსი, გორდონი, კალაჰერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი და რემსი.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პრემიერლიგის საწყის ორ ტურში „ფულჰემთან“ და „კრისტალ პალასთან“ მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109096