ფეხბურთი

10:18 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი: „ძალიან მიხარია ხვიჩას წარმატება“

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, კლუბის პრესსამსახურს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დებიუტის შესახებ უამბო.

„ძალიან მიხარია ხვიჩას წარმატება. დაკვირვებით ვუცქერთ მას. მოგვენატრა და ძაღლი სრულფასოვნად ვერ შეცვლის ადამიანს („რუბინის“ ბაზაზე ცხოვრობს ძაღლი, სახელად - „კვარა“). მას დებიუტი იმავე დღეს და დროს ჰქონდა, როცა „რუბინში“ თამაშს იწყებდა, ვფიქრობ, ეს სიმბოლურია.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, სერია A-ს პირველ ტურში, „ნაპოლიმ“ სტუმრად „ვერონა“ 2:5 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113679