ფეხბურთი

2:43 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" სეზონი მორატას დუბლით და ჟოაო ფელიქსის სამი საგოლე პასით დაიწყო

მადრიდის „ატლეტიკომ“ სეზონი დამაჯერებლად დაიწყო და მადრიდულ დერბიში გასვლაზე „ხეტაფე“ 3:0 დაამარცხა.

შესანიშნავი თამაში ჰქონდა ალვარო მორატას, რომელიც „როხიბლანკოს“ „იუვენტუსში“ ორწლიანი იჯარის შემდეგ დაბრუნდა. ესპანელმა ფორვარდმა 59-ე წუთისთვის დუბლის შესრულება მოახერხა.

მესამე გოლი ანტუან გრიზმანის ანგარიშზეა, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ სამივე საგოლე პასი ჟოაო ფელიქსის ანგარიშზეა.

ამრიგად, „ატლეტიკომ“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებით თავდამსხმელებმა - ერთმა დუბლი შეასრულა, მეორემ გოლი გაიტანა, მესამემ კი სამი საგოლე პასი გააკეთა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11131