ფეხბურთი

23:54 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარას დიდებული ტექნიკა აქვს, ბევრად უკეთ თამაშიც შეუძლია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ვერონასთან“ მატჩის (5:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა ქართველი შემტევი კიდევ ერთხელ შეაქო, მაგრამ თქვა, რომ ბევრად უკეთ თამაში შეუძლია.

„მან რამდენიმე მომენტში აჩვენა ზოგიერთ სიტუაციას რა მსუბუქად მოეკიდა, რაც ჩვენთვის შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს. ის სრულყოფილი მოთამაშეა, შესანიშნავი ტექნიკური თვისებები აქვს. კარგი თამაში აჩვენა, თავით ლამაზი გოლი გაიტანა, რაც მისი მთავარი თვისება არაა. შემდეგ კუნთების დაჭიმვა იგრძნო და ამიტომ შევცვალე, მაგრამ ეს „ნაპოლიში“ სადებიუტო თამაშის მღელვარების გამო ნორმალურია. მას მომატება და ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე დღეს ითამაშა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში „მონცას“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, გარდა ამისა, კიდევ ერთ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა.

0.103394