ფეხბურთი

22:45 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" სეზონი "საბურთალოსთან" მოგებით განაახლა

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტური „საბურთალოსა“ და „ტორპედოს“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 4:2 მოიგეს.

„ტორპედო“ პირველივე წუთზე ქიმაძის გოლით დაწიანურდა, რასაც თბილისელებმა ორი გოლით უპასუხეს და 43-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს წონასწორობა უკვე ქუთათურებმა აღადგინეს.

მეორე ნახევარში კახა ჩხეტიანის გუნდმა კიდევ უფრო უკეთ ითამაშა და მეტიქ სკარში ორი გოლი გაიტანა. ჯერ თორნიკე ახვლედიანმა და მერე ირაკლი ბუღრიძემ შეძლეს თავის გამოჩენა.

„ტორპედომ“ ამ გამარჯვებით 27 ქულა დააგროვა, მეექვსე ადგილზე აღზევდა და მომდევნო ტურში „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ 30 ქულით მეხუთეა და წინ „დინამო ბათუმთან“ შეხვედრა ელოდება.

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 2:4 (2:2)

გოლები: 0:1 ქიმაძე (1), 1:1 სიხარულიძე (22), 2:1 ლ. ნონიკაშვილი (35), 2:2 კუხიანიძე (43, პენ), 2:3 ახვლედიანი (78), 2:4 ბუღრიძე (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117058