ჭიდაობა

16:03 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 3 ქართველი მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეებს შორის.

დღეს, ასპარეზობაში 5 ქართველი ჩაერთო, რომელთაგანაც 3 ნახევარფინალში გავიდა.

ლუკა ღვინჯილიამ (-57 კგ) ეგვიპტელი აბდელრაჰმან ელსაიდ აბდელრაჰმან მაჰმუდი, პოლონელი რაფა რომან სზევცი, ყირგიზი ლუხან დოკტურბეკ უულუ დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის ამერიკელ იორ რასელ ვოლკს შეხვდება.

ოთარ ადეიშვილმა (-79 კგ) ესპანელი გაბრიელ იგლესიას რამოსი, ყაზახი შამსატ ტაირი დაამარცხა და ნახევარფინალში ირანელ სობჰან ჰოოშანგ იარის შეხვდება.

ლუკა ხუჭუამ (-97 კგ) ბულგარელი სალიევი დაამარცხა და ნახევარფინალში მისი მეტოქე აშშ-ს წარმომადგენელი ბენჟამინ ალენ კუეტერი იქნება. ნახევარფინალური შეხვედრები 19:00 საათიდან დაიწყება.

0.114847