ჩოგბურთი

12:10 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირში ჩაერთო, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა და შედეგად ასპარეზობას გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი 1/32 ფინალში მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რაზეც ანგარიში ნათლად მეტყველებს. ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი გეიმი მოიგო და 53 წუთში 0:6, 1:6 დამარცხდა.

ამერიკელმა 8 ეისი მიითვალა და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ბასილაშვილს სრულიად საპირისპირო სტატისტიკა აღმოაჩნდა - არცერთი ეისი და 8 ორმაგი შეცდომა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112405