სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:53 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერია A დაიწყო: ფავორიტებმა კარგი სტარტი აიღეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონი დაიწყო და ფავორიტებმა პირველ ტურში გამარჯვებები მოიპოვეს.

სეზონის ფავორიტებად საყოველთაო მოსაზრებით მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ და მისი თანაქალაქელები „ინტერი“ განიხილებიან. ორივემ შეძლო კარგი სტარტის აღება.

„მილანმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და სეზონის პირველი გოლიც ამ შეხვედრაში გავიდა. მეორე წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა მცველმა როდრიგო ბეკაომ გაიტანა და უდინელები დაწინაურდნენ, მაგრამ მე-15 წუთზე უკვე „მილანი“ იგებდა ტეო ერნანდესის პენალტითა და ანტე რებიჩის გოლებით. ჩემპიონმა ტაიმი მაინც ვერ მოიგო, რადგან ადამ მაზინამ გაათანაბრა, მაგრამ მეორე ნახევარში უდინელებმა ვერაფერი გააწყვეს. ჯერ ბრაჰიმ დიასმა მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა, მერე კი რებიჩმა დუბლი შეასრულა - 4:2. ამრიგად, ჩემპიონმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა.

გაცილებით მძიმე სტარტი ჰქონდა „ინტერს“, რომელიც „მილანისგან“ განსხვავებით „ლეჩესთან“ საგარეო შეხვედრაში მეორე წუთზე დაწინაურდა. და ვინ გაიტანა? რომელუ ლუკაკუმ! ბელგიელი იტალიაში დაბრუნდა და როგორც ჩანს, ძველებურად ათამაშდება. ინძაგის გუნდმა ამ გოლით ტაიმი კი მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე ასან სისემ გაათანაბრა. სერია A-ში ახლახან დაბრუნებული „ლეჩე“ ძალიან ახლოს იყო ქულასთან, მაგრამ ბოლო შეტევას ვერ გაუძლო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე დენზელ დუმფრისმა მილანურ გუნდს მოაგებინა.

მოიგო ბერგამოს „ატალანტამ“, რომელიც როგორც ჩანს, ძველებურად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ჯანპიერო გასპერინის გუნდმა გასვლაზე გენუის „სამპდორიას“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და სეზონი ამაღლებულ განწყობაზე დაიწყო.

სერია A-ში დებიუტი ჰქონდა სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის „მონცას“, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ გამოცდილებაც უნდა მიიღოს. ყოველ შემთხვევაში ლომბარდიულმა გუნდმა შინ „ტორინოსთან“ მარცხი განიცადა.

სერია A-ს პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ 15 აგვისტოს სტუმრად „ვერონას“ შეხვდება, იმავე დღეს ტური „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩით დასრულდება.

„ლეჩე“ – „ინტერი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (2), 1:1 სისე (48), 1:2 დუმფრისი (90)

„მონცა“ – „ტორინო“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მირანჩუკი (43), 0:2 სანაბრია (66), 1:2 დანი მოტა (90)

„მილანი“ – „უდინეზე“ 4:2 (2:2)

გოლები: 0:1 ბეკაო (2), 1:1 ტეო ერნანდესი (11, პენ), 2:1 რებიჩი (15), 2:2 მაზინა (45), 3:2 დიასი (46), 4:2 რებიჩი (68)

„სამპდორია“ – „ატალანტა“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტოლოი (26), 0:2 ლუკმანი (90)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.123066
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X