ძიუდო

2:05 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში გრძელდება ძიუდოში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლის მესამე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლო გამოდგა.

81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბინაშვილმა პირველ წრეში ეკვადორელ დიკერსონ იუმისებას აჯობა, მაგრამ შემდეგ ყაზახ მეირლან მაქსიმთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

90 კგ წონით კატეგორგიაში თორნიკე ფოლადიშვილმა იტალიელი ტომაზო ფავა ისრაელის წარმომადგენელი როი სივანი დაამარცხა, შემდეგ კი ფრანგ ალექსა მიტროვიჩთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, რომლის პირველ წრეში გერმანელ ტომ დროსტეს აჯობა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუმინელ ალექს კრეტთან მარცხი განიცადა და მედალი ვერ მოიპოვა.

ამავე წონაში ასევე იასპარეზა აკაკი ჯაფარიძემ, რომელმაც პირველივე შეხვედრაში სერბ მილიან რადულისთან განიცადა მარცხი. ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიაში პირველ წრეში გამოეთიშა ასპარეზობას ნინო გულბანი, რომელიც ისრაელის წარმომადგენელ მაია კოგანთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის სამი მედალია. გიორგი ტერაშვილმა და გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლი, ხოლო თორნიკე მაზიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111055