ფეხბურთი

12:24 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ პრეზიდენტმა კეინის შესაძლო ტრანსფერი უარყო

„ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, უარყო ხმები „ტოტენჰემის“ კაპიტნის, ჰარი კეინის მიუნხენურ კლუბში შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

„ახლა შესანიშნავი გუნდი გვყავს. მოთამაშეების საშუალო ასაკი 25-26 წელია. ბევრ მათგანს ხანგრძლივი ხელშეკრულებები აკავშირებს ჩვენთან. ყველაფერი კარგადაა. ამიტომ წყნარად შეგვიძლია ვიფიქროთ გუნდის გაძლიერებაზე.

განიხილებოდა თუ არა კეინის ტრანსფერი? არა. თუმცა ყოველგვარი წნეხის გარეშე ვაგრძელებთ ბაზარზე დაკვირვებას.“ - ციტირებს ჰაინერის სიტყვებს Bayern & Germany.

0.12029