ფეხბურთი

0:40 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიმო ვერნერი "ლაიფციგში" დაბრუნდა

ტიმო ვერნერი „ლაიფციგში“ დაბრუნდა. ტრანსფერი გერმანული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გერმანელმა ფორვარდმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 11-ნომრიანი მაისური მოირგო. აღსანიშნავია, რომ „ლაიფციგმა“ „ჩელსის“ 20 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაუხადა, მაშინ, როდესაც სულ რაღაც ორი წლის წინ ინგლისელებმა იმავე „ლაიფციგს“ ვერნერში 53 მილიონი ევრო გადაუხადეს.

„მოუთმენლად ველოდები ახალ სეზონს და პირველ რიგში „ლაიფციგის“ გულშემატკივრებთან შეხვედრას, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან. ჩვენ ერთად დიდი გეგმები გვაქვს და რა თქმა უნდა, მინდა „ლაიფციგის“ პირველი ფეხბურთელი ვიყო, ვინც ამ კლუბში 100 გოლს გაიტანს“, - თქვა ვერნერმა.

ტიმომ „ჩელსიში“ 89 შეხვედრაში 23-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 21 საგოლე პასი მიითვალა. 26 წლის შემტევი „ლაიფციგში“2016-2020 წლებში თამაშობდა და 159 მატჩში თავი 95 გოლით და 40 საგოლე პასით გამოიჩინა. მანამდე ვერნერი „შტუტგარტის“ წევრი იყო, გერმანიის ნაკრებში კი 53 თამაშში 24 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113979