ჭადრაკი

17:53 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადა მეორე ადგილზე დაასრულა.
ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:1 დაამარცხა, რის შედეგადაც საქართველომ და უკრაინამ თანაბარი ქულები დააგროვეს. თუმცა პირველი ადგილი, დამატებითი მაჩვენებლების გამო, უკრაინელებს ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურამდე ინდოეთი ლიდერობდა, მაგრამ ბოლო შეხვედრა ინდოელებმა აშშ-სთან 1:3 წააგეს და ჩემპიონობა დაკარგეს.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: 1. ნანა ძაგნიძე; 2. ლელა ჯავახიშვილი; 3. ნინო ბაციაშვილი; 4. მერი არაბიძე; 5. სალომე მელია. გუნდის კაპიტანი - დავით ჯოჯუა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113501