ფეხბურთი

13:48 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფულემი“ „ვესტ ჰემის“ მცველს ყიდულობს

პრემიერლიგაში დაბრუნებული „ფულემი“ ახლოსაა „ვესტ ჰემის“ ცენტრალური მცველის, ისა დიოპის შეძენასთან - გვამცნობს The Guardian.

წყაროს ცნობით, მხარეებმა პრაქტიკულად ყველაფერზე უკვე მოილაპარაკეს. 25 წლის ფრანგის გადაბირება „ფულემს“ 18 მილიონი ევრო დაუჯდება.

გასულ სეზონში დიოპმა „ვესტ ჰემის“ მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115469