ფეხბურთი

23:00 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" ალეს შემცვლელად ფრანგი ფორვარდი დაიმატა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ფრანგი თავდამსხმელი ანტონი მოდესტე დაიმატა. 34 წლის ფეხბურთელმა „ყვითლებთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოდესტე გერმანულმა გუნდმა სებასტიან ალეს შემცვლელად დაიმატა, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა და გაურკვეველი ვადით ფეხბურთს ჩამოშორდა. მოდესტემ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვეტერან ფრანგ შემტევს „ნიცაში“, „ანჟერში“, „ბორდოში“, „ბლექბერნში“, „ბასტიაში“, „ჰოფენჰაიმში“, „კიოლნში“, „ტაინჯინსა“ და „სენტ ეტიენში“ უთამაშია. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 32 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112292