ფეხბურთი

10:12 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: „პსჟ ჩემი ოჯახია. აქ ბედნიერი ვარ“

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, ჟურნალისტებს კლუბში თავისი მდგომარეობის შესახებ უამბო.

„პსჟ ჩემი ოჯახია. ბედნიერი ვარ. შესანიშნავი კლუბია. სხვაგვარად ვერ აღწერ. მინდა დიდ ხანს ვითამაშო აქ და ისტორიაში შევიდე.

ახალი მწვრთნელითაც კმაყოფილი ვარ. გალტიე მაღალი პრესინგის მომხრეა და უფრო მეტი ტერიტორიის ათვისება მომიწევს. თუმცა ადრე უკვე მითამაშია ამ სისტემით და პრობლემა არ არის.“ - ციტირებს იტალიელი კარის დარაჯის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა გასულ სეზონში ფრანგული ლიგა 1-ის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113009