ავტოსპორტი

1:52 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამსმა“ ალექს ელბონი მომავალი სეზონისთვისაც დაიტოვა

ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა „უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ ტაილანდელ პილოტ ალექს ელბონთან ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თანამშრომლობის ვადა არ დაკონკრეტებული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ელბონი ბრიტანულ გუნდში მომავალ სეზონსაც გაატარებს.

ელბონი „უილიამსში“ ამ სეზონის წინ გადავიდა და მან „მერსედესში“ წასული ჯორჯ რასელი შეცვალა. მანამდე მას „რედ ბულთან“ ჰქონდა კონტრაქტი, სადაც სარეზერვო პილოტის რანგში იმყოფებოდა. მაგრამ ხარებმა კონტრაქტი გააუქმეს და „უილიამსში“ წასვლის ნება მისცეს.

იმის ფონზე, რომ „უილიამსი“ ბოლო წლებში გამოკვეთილი აუტსაიდერია, ელბონის გადასვლა წარმატებული გამოდგა - მან ორ რბოლაში შეძლო ქულების აღება. ავსტრალიაში მეათე ადგილზე გავიდა, მაიამიში კი მეცხრე იყო. „უილიამსის“ კანადელ პილოტ ნიკოლას ლატიფის ჯერ ქულაც არ აქვს.

„მიხარია, რომ უილიამსში მომავალ სეზონშიც ვიქნები. გუნდი ამ სეზონისთვის უკეთ მოემზადა და იმედი გვაქვს, რომ განვითარება გაგრძელდება“, - განაცხადა ელბონმა.

ჯერჯერობით უცნობია, მომავალ სეზონში ვინ იქნება ტაილანდელი პილოტის თანაგუნდელი. ლატიფის კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს დაუმთავრდაბა და სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121668