ფეხბურთი

16:45 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მატეო პოლიტანო: მოხარულები ვართ, რომ ხვიჩა ჩვენს გუნდშია

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ნელ-ნელა ამტკიცებს თავის მაღალ კლასს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ ეს ყველაფერი არაა. კვარაცხელიათი აღფრთოვანებას ვერც გულშემატკივრები მალავენ, ვერც მთავარი მწვრთნელი და ვერც თანაგუნდელები. ამჯერად, ქართველი ტალანტის შესახებ, "ნაპოლის" ფეხბურთელმა მატეო პოლიტანომ ისაუბრა.

"ხვიჩა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მას, მთელი თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად დრო სჭირდება, რადგან ყველამ ვიცით სერია ა რამდენად რთული ჩემპიონატიცაა. ხვიჩა ძალიან პერსპექტიულია და მოხურლები ვართ მისი ჩვენს გუნდში ყოფნით."- თქვა მატეო პოლიტანომ

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 4 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია. ლუჩანო სპალეტის გუნდი დღეს "ჟირონას" დაუპირისპირდება, მაგრამ იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნონების თანახმად დღევანდელ მატჩში კვარაცხელიას თამაში საეჭვოა.

0.114696