სხვა

3:18 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოტოგრანპრის 2023 წლის სეზონს პორტუგალია გახსნის

მოტოგრანპრის მომავალ სეზონს პორტუგალიის დიდი პრიზი გახსნის. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს 2023 წლის სეზონის კალენდარი ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ დაადასტურეს, რომ ჩემპიონატს ყატარის ნაცვლად, პორტუგალია გახსნის.

ყატარი ჩემპიონატის პირველ ეტაპებს 2007 წლიდან ატარებს, მაგრამ 2020 წელს ეს ტრადიცია დაირღვა, რისი მიზეზიც, კორონსვირუსის პანდრმია გახდა. პირველი ეტაპის პორტუგალიაში გადატანის მიზეზი კი ისაა, რომ ყატარის ლოსაილის ტრეკს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს. ამიტომ, რბოლის იქ ჩატარება, მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მოტოგრანპრი აცხადებს, რომ მოტორსპორტის საერთაშორისო ფედერაციას (FIM), კალენდრის შედგენა ჯერ არ დაუსრულებია. თუმცა ახლავე გადაწყვეტილია, რომ პირველი ეტაპი ევროპაში ჩატარდება. და ეს 2006 წლის შემდეგ, პორველად მოხდება. პორტუგალიის დიდ პრიზს პორტიმაუს ალგარვეს საერთაშორისო ტრეკი, 24-26 მარტს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10151