ფეხბურთი

1:24 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელიამ იცის, როგორ შექმნას მოედანზე განსხვავება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მალიორკასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მისი უნარები კიდევ ერთხელ გამოარჩია. როგორც სპალეტიმ აღნიშნა, ხვიჩამაც უნდა მოუმატოს, როგორც მთელმა გუნდმა, მაგრამ ის უკვე აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლია.

„კვარაცხელიას აქვს კაცის მოტყუების უნარი, ზოგ სიტუაციაში არ გაუმართლა, გატანა შეეძლო, მაგრამ რასაკვირველია, კარგად ითამაშა. მან აჩვენა თავისი ნიჭი და ის არის ფეხბურთელი, რომელმაც იცის, როგორ გააკეთოს განსხვავება, იცის გოლის გატანა შორეულ კუთხეში დარტყმითაც. რა თქმა უნდა, მანაც, როგორც მთელმა გუნდმა უნდა მოუმატოს. რომ შევცვალე, მოედნის დატოვება არ უნდოდა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს, „ჟირონასთან“ გამართავს, ხოლო ამ მოსამზადებელ ეტაპზე ქართველის აქტივში 4 თამაშში (თუმცა, არცერთში უთამაშია თავიდან ბოლომდე) 3 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ შეხვედრით გახსნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117489