ფეხბურთი

15:48 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანი: "თავდამსხმელის დამატებას არ ვაპირებთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა რობერტ ლევანდოვსკის ნაცვლად სხვა თავდამსხმელის ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულს გამორიცხა.

როგორც კანმა აღნიშნა, „ბაიერნს“ უკვე საკმარისი თავდამსხმელები ჰყავს და მწვრთნელს არჩევანი აქვს.

„ახალ თავდამსხმელს არ დავიმატებთ, ამაზე არანაირი დისკუსია კლუბში არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ვარიანტი გუნდში, მაგალითად ზირკზეე, ჩუპო-მოტინგი და ახალგაზრდა მატის ტელი“, - თქვა კანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ სეზონი გერმანიის სუპერთასის მოგებით გახსნა, რომლის ფინალში „ლაიფციგი“ 5:3 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113013