ფეხბურთი

23:28 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა "ნოტინგემთან" გოლი არ გაუშვა, "ვალენსიამ" ვერ მოიგო

„ვალენსია“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და მორიგი ამხანაგური თამაში ინგლისში, „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ გამართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა მეკარემ ამ დროში კარის მშრალად შენახვა შეძლო, მე-17 წუთზე კი მეტოქეს პირისპირად აუღო. თუმცა, 25-ე წუთზე უხეში შეცდომაც ჰქონდა, როცა კარიდან უყურადღებოდა გამოვიდა, მეტოქემ დაასწრო, მაგრამ მისი კარი გოლს ძელმა გადაარჩინა. „ვალენსია“ 42-ე წუთზე კარლოს სოლერის გოლით დაწინაურდა, რომელიც დიდებულ კომბინაციას მოჰყვა.

„ნოტინგემმა“ მატჩის მიწურულს ვალენსიელთა დაცვის ხაზის შეცდომით გაათანაბრა - 1:1. ამ დროს „ღამურების“ კარს ხაუმე დომენეკი იცავდა. ვთქვათ ისიც, რომ ჯენარო გატუზოს გადაწყვეტილებით ინგლისში საერთოდ არ ყოფილა იასპერ სილესენი. იტალიელი სპეციალისტი მას მთავარ მეკარედ არ განიხილავს, კლუბი კი მის გაშვებას ცდილობს.

„ვალენსია“ სეზონის განახლებამდე 3 აგვისტოს „კასტელონს“, 6 აგვისტოს კი ბერგამოს „ატალანტას“ გაეჯიბრება, ხოლო ლა ლიგის სეზონს 14 აგვისტოს, „ჟირონასთან“ შეხვედრით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111991