ფეხბურთი

16:56 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეს სიმსივნე ავთვისებიანია და ქიმიოთერაპიის ჩატარება მოუწევს

„დორტმუნდის“ თავდამსხმელის სებასტიან ალეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე ელოდნენ და სიმსივნის დასამარცხებლად ქიმიოთერაპიის ჩატარება მოუწევს.

დორტმუნდის " ბორუსიას " თავდამსხმელს ოპერაცია ჩაუტარდა და უკვე სახლში დაბრუნდა, მაგრამ მოგვიანებით ჩატარებულმა ჰისტოლოგიურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ სიმსივნე ავთვისებიანი იყო და ამიტომ 28 წლის კოტ დივუარელ ფეხბურთელს ქიმიოთერაპიის ჩატარება მოუწევს.

ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება და სპორტული დირექტორის სებასტიან კელის თქმით, გამოჯანმრთელების და მოედანზე დაბრუნების შანსი მაღალია. თუმცა ალეს უქმობა თვეების განმავლობაში მოუწევს.

“ჰისტოლოგიურმა გამოკვლევამ გამოავლინა სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. ამიტომ, ალემ ქიმიოთერაპიული მკურნალობა უნდა გაიაროს. სებასტიანი საუკეთესოდ იმკურნალებს. გამოჯანმრთელების შანსი ძალიან კარგია. ჩვენ ვუსურვებთ მას და მის ოჯახს დიდ ძალას და ოპტიმიზმს, ჩვენი აზრები მასთანაა ამ რთულ დროს“, - თქვა BVB-ს სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელმა.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ალე „დორტმუნდმა“ მიმდინარე ზაფხულს „აიაქსიდან“ დაიმატა და ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114748