ფეხბურთი

23:40 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას შვილი: "კვარაცხელიამ "ნაპოლიში" ის სათამაშო თვისება მოიტანა, რომელიც გუნდს აკლდა"

დიეგო არმანდო მარადონას შვილმა უმცროსმა დიეგო მარადონამ ხვიჩა კვარაცხელიასა და ლორენცო ინსინიეს შესახებ ისაუბრა.

როგორც ნეაპოლში დაბადებულმა და „ნაპოლის“ გამორჩეულმა გულშემატკივარმა აღნიშნა, ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან. მარადონა მიიჩნევს, რომ ხვიჩა უფრო სოლისტია, ვიდრე ინსინიე:

„ჩემი აზრით, ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, მაგრამ კვარა ძლიერია და გუნდში სხვა უპირატესობა მოიტანა: ერთი-ერთზე თამაში, რაც გვაკლდა. ლორენცო უფრო გუნდური ფეხბურთელი იყო, კვარა კი უფრო სოლისტია და ვფიქრობ, ძალიან ძლიერია“, - თქვა მარადონას შვილმა.

0.112195