ფეხბურთი

15:44 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანი: "რონალდუ "ბაიერნის" ფილოსოფიას არ შეეფერება"

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი კიდევ ერთხელ გამორიცხა.

როგორც ლეგენდარულმა გერმანელმა აღნიშნა, რონალდუ „ბაიერნის“ ფილოსოფიას არ შეეფერება:

„ჩვენ განვიხილეთ კრიშტიანუ რონალდუსთან არსებული მდგომარეობა. მე მას ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, მაგრამ მივედით დასკვნამდე, რომ მიუხედავად ჩვენი აღტაცებისა, ის არ შეეფერება ჩვენს ფილოსოფიას“, - აღნიშნა კანმა Bild-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ ინგლისური კლუბის დატოვება მიმდინარე ზაფხულს სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116757