ფეხბურთი

13:31 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დღეს ამხანაგური მატჩი აქვს: "კვარაცხელიას ისევ ფანების გაოცება სურს"

იტალიური „ნაპოლი“ დღეს პრესეზონის ფარგლებში რიგით მესამე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და თურქულ „ადანა დემირსპორს“ შეხვდება.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში წერია. გამოცემა Area Napoli წერს, რომ კვარას კიდევ ერთხელ სურს „ნაპოლის“ ტიფოზების გაოცება.

მოსალოდნელია, რომ ხვიჩა, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელების უმეტესობა პირველ ტაიმს ითამაშებს, ხოლო მეორე ნახევარში ლუჩანო სპალეტი ბევრ ცვლილებას განახორციელებს.

ვთქვათ ისიც, რომ „ადანა დემირსპორის“ მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელაა, გუნდში მარიო ბალოტელი და „ნაპოლის“ ყოფილი ნახევარმცველი გოქან ინლერი თამაშობენ. ადანელებს ახლახან 18 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხაბულიანი. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105915