ფეხბურთი

0:41 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას საოცარი პრეზენტაცია კოლიზეუმის მოედანზე 10 000 გულშემატკივრის თვალწინ (+VIDEO)

პაულო დიბალა „რომაში“ წარადგინეს. არგენტინელი ფეხბურთელის გამო კოლიზეუმის მოედანზე 10 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა და მართლაც წარმოუდგენელი პრეზენტაცია შედგა.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ შეგხვდით, აქ თამაში ყოველთვის რთული იყო იმის გამო, რასაც თქვენ აკეთებთ. ახლა კი, აქ ყოფნის პრივილეგია მაიძულებს, რომ „ოლიმპიკოზე“ თქვენთან ერთად შევიდე. ეს პასუხისმგებლობა იქნება, მაგრამ ასევე შესანიშნავი რამ. მინდა, ფორმაში სწრაფად ჩავდგე ამ წარმოუდგენელი ტიფოზების გამო, რომლებიც აქ არიან“, - თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „რომამ“ უფასოდ დაიმატა და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

0.109076