ფეხბურთი

15:43 | 26.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ „იუვენტუსის“ ნახევარმცველით დაინტერესდა

„ვალენსიას“ „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის იჯარის წესით აყვანა სურს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

თავის მხრივ, ტურინულ კლუბსაც უნდა ბრაზილიელის გაყიდვა ან იჯარის წესით სხვა კლუბში გასხვისება, ოღონდ აუცილებელი გამოსყიდვის პირობით.

საქმეს ის ართულებს, რომ „ვალენსიამ“ „იუვენტუსს“ სთხოვა, იჯარის შემთხვევაში 25 წლის ნახევარმცველს ხელფასის დიდი ნაწილი გადაუხადოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106698