კალათბურთი

11:36 | 18.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 3 ქულა და მოხსნა "ტორონტოსთან"

NBA-ს საზაფხულო ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და 69:80 დამარცხდა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად სანდრო მამუკელაშვილს შედეგიანი თამაში არ გამოუვიდა. ქართველმა კალათბურთელმა 20:48 წუთში 3 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 5-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

აქვე გეტყვით, რომ მამუკელაშვილს NBA-ს საზაფხულო ლიგაში წინა მატჩები გაცილებით შედეგიანი ჰქონდა, როდესაც ოთხ მატჩში 28, 19, 18 და 17 ქულა მიითვალა.

0.11576