რაგბი

11:31 | 17.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად - ჩილე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

ჩილეს რაგბის ნაკრებმა ისტორია დაწერა. ჩილემ აშშ სტუმრად 31:29 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. შეხვედრაში გადამწყვეტი 75-ე წუთზე სანტიაგო ვიდელას გატანილი ჯარიმა გამოდგა.

პირველი მატჩი სანტიაგოში აშშ-ს 22:21 ჰქონდა მოგებული სა ბოლოოდ ორი მატჩის ჯამში ჩილემ 52:51 აჯობა მეტოქეს.

2023 წლის საფრანგეთის მუნდიალზე ჩილე D ჯგუფში - ინგლისის, იაპონიის, არგენტინის და სამოას ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა ჩილეს კოლუმბიასთან გაუუქმდა, რადგან კოლუმბიის ნაკრებში ბევრი COVID 19 შემთხვევა დაფიქსირდა და ჩილეს გამარჯვება ჩაეთვალა. მეორე რაუნდში ჩილემ მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც რეპეშაჟში ჯერ კანადას მოუგეს და შემდეგ აშშ-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111694