ფეხბურთი

14:20 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სესკ ფაბრეგასი სერია B-ს კლუბში გადადის

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი სავარაუდოდ კარიერას იტალიის სერია B-ს ბინადარ „კომოში“ გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. როგორც გაირკვა, ფაბრეგასს იტალიაში თამაში სურს და თანახმაა ქვედა ლიგის კლუბში ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფაბრეგასმა „მონაკო“ დატოვა და თავისუფალი აგენტია. ესპანელი კარიერის განმავლობაში ლონდონის „არსენალში“, „ბარსელონასა“ და „ჩელსიში“ თამაშობდა, ესპანეთის ნაკრებში კი 110 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104734