კალათბურთი

12:14 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს საზაფხულო ლიგა შედეგიანად დაასრულა

„მილუოკი ბაქსმა“ NBA-ს საზაფხულო ლიგაში ბოლო მატჩი ჩაატარა და „დალას მავერიქსი“ 100:89 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი ამჯერადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 28:05 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 4-დან 1 სამქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო და 4 ორქულიანი ჩააგდო.

მასზე შედეგიანი პარკეტზე მხოლოდ ორი მოთამაშე იყო - მოზეს რაიტი (26 ქულა) და ლინდლ უიგინტონი (25 ქულა).

ამრიგად, „მილუოკი ბაქსიმ“ NBA-ს საზაფხულო ლიგა 3 მოგებით და 1 წაგებით დაასრულა, ხოლო მამუკელაშვილმა ამ შეხვედრებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105103